საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი კორონავირუსისგან განიკურნა.
ჩვენი ინფორმაციით თეთრუაშვილს გუშინ, 18 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა, რის შემდეგაც იზოლაციაში გადავიდა. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
მდივან-რეფერენტის დაინფიცირების შემდეგ საპატრიარქოს ყველა თანამშრომელსა და მღვდელმთავარს, ასევე კათოლიკოს-პატრიარქს ტესტირება ჩაუტარდა. შორენა თეთრუაშვილის გარდა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.