57 წლის ფატიმა ჩალაური წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მარტოხელა დედა, რომელსაც ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვს, 13 წლის, ეპილეფსიით დაავადებული შვილის მოვლას ძლივს ახერხებს.
მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადარბაზოებში გათენებული ღამეების შემდეგ ფატიმასა და მის შვილს ახლა ისევ ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. სარდაფში, სადაც რამდენი თვეა ცხოვრობენ, ქირას, 130 ლარს, უკვე 4 თვეა ვეღარ იხდიან.
ფატიმა, რომელსაც გულის მანკი აწუხებს, მუცელში წყალი აქვს და ინსულტი ორჯერ გადაიტანა, თავის რჩენას მოწყალების თხოვნით ცდილობს, სოციალურ დახმარებად კი 120 ლარს იღებს.
,,წერეთელზე ითხოვს მოწყალებას, სულ ცუდად ხდება, სახლში ხან ვის მიყავს, ხან ვის. სამი დღის წინ შიმშილისგან წაიქცა, პატრულმა მიოყვანა. სანამ ცოტა კარგად იყო ჯართს აგროვებდა, ახლა კი ძალიან ცუდ დღეშია. ამ შიმშილობას ვეღარ გაუძლებენ.” – უყვება ,,მეგა ტვ”-ს მეზობელი.
,,გაუსაძლის პირობებში ვარ, 120 ლარით პური ვიყიდო, წამლები თუ ქირა გადავიხადო. ჩემს ბიჭს ეპილეფსია აქვს, შავდება, კანკალებს, ვერაფერს ვშველი. დამეხმარეთ. ვინმემ 1 ჭიქა მაწონი და 1 პურიც რომ შემომიტანოს ეგეც მადლია ჩემთვის.” – ამბობს ფატიმა ჩალაური.
როგორც ის ,,მეგა ტვ”-ს უყვება დასახმარებლად ნაძალადევის გამგეობას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ფატიმა ჩალაური საზოგადოებას დახმარებას თხოვს. ყველას, ვისაც როგორ შეგიძლიათ გაუწოდეთ დახმარების ხელი მარტოხელა დედას, ამ ოჯახისთვის 1 ლარიც გადამწყვეტია.
მისამართი: თბილისი, ხუდადოვის 55
ტელეფონი: 555 50 99 46
ანგარიშის ნომერი: GE38LB0211165841348000
მიმღები: ფატიმა ჩალაური