სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, ქმარმა 25 წლის ცოლს ყელი გამოჭრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსხვერპლი განქორწინების საქმეს არკვევდა. გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა. როგორც გოგონას მამა ყვება ცოლ-ქმარს კონფლიქტი ქონდა და ერთმანეთს ერთი თვეა დაშორებულები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე, 1992 წელს დაბადებული პირია . იგი ცხელ კვალზე, მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...









