ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას, მამა-შვილი ჩამოვარდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის დეტალებს ადგილობრივები იხსენებენ.
მათი თქმით, მამა-შვილი – 61 წლის მემედ და 31 წლის გურამ ჯინჭარაძეები მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. მათი თქმით, სახურავიდან ჯერ შვილი, შემდეგ კი მამა ჩამოვარდა.
“შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა”, – აცხადებენ მომხდარის თვითმხილველები.
ახლობლების თქმით, 31 წლის გურამ ჯინჭარაძეს სამი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი დარჩა. დაღუპულები ქობულეთში ხაბაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.
მომხდარის გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ambebi.ge