პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია.
ოპერასა და ბალეტში არსებული პრობლემების გასაცნობად წულუკიანი თეატრის ბალეტის მიმართულების ხელმძღვანელს, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილს შეხვდა.
“შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და… ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია”, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა “ფორმულასთან” წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ განვრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნება.