იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ ინფიცირების არსებული მაჩვენებლები არ შემცირდება, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფისა და სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, შესაძლოა ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნას.
“რისკი იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანას გარკვეული პრობლემები შეექმნას, საწოლფონდის უზრუნველყოფის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, არის ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია.
თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლების შემცირება, მაშინ ქვეყანას ეს პრობლემა დაუდგება,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.