იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, ქვეყანაში აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდება.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შტაბის უფროსის, ჰელგე ბრაუნის განაცხადებით, ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, გერმანიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება ნაკლებად სავარაუდოა,
თუმცა თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესასვლელად შეზღუდვების დაწესება აუცილებელი გახდება.
ამ დროისათვის გერმანიაში მოსახლეობის 49% ვაქცინის ორივე დოზით უზრუნველყოფილია, ერთი დოზით კი, მინიმუმ 60%-ია აცრილი