“რატომ დაუჭირე რუსულ კანონს კანონს მხარი, შენ ხარ მონა, შენ ხარ ქვეყნის გამყიდველი” – ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ გიორგი ტურაბელიძესა და “ქართული ოცნების” წევრებსს შორის ინცინდენტი მოხდა.
ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერმა გიორგი ტურაბელიძემ მმართველის პარტიის წევრსა და ქუთაისის დელეგატ ზაზა ლომინაძეს მონა უწოდა.
აღნიშნულ ფრაზას იქ მყოფი “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების გაღიზიანება და რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვიერი კამათი მოჰყვა.
“მე არ დამიჭერია რუსული კანონის მხარი, მე ხმა მივეცი ქართულ კანონს”, – აღნიშნა ლომინაძემ.