გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ახვლედიანი, რომელიც შაქარაშვილთან ერთად თავდამსხმელებს გაექცა, ახალ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ თავდამსხმელების მიზანი მათი ცემა და ფიზიკური ანგარიშწორება არ ყოფილა. ვახო ახვლედიანის ჩვენება სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან.
ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ეხმაურება:
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც “დაზარალებულად” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – წერს ანი შაქარაშვილი.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/732759000867644/?v=732759000867644