ჩვენ კორონავირუსის პოტენციალი სათანადოდ ვერ შევაფასეთ, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ზამთრის თვეებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს, რადგან მათ გრიპის სეზონისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივად მოუწევთ.
„შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი ნამდვილად არ იქნება. პანდემიის შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შევაფასოთ და უკეთ მომზადებულები ვიყოთ,“ – განაცხადა ფაუჩიმ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 6.3 მილიონს აღემატება, ვირუსს სულ მცირე 190 000 ადამიანი ემსხვერპლა.