შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება 10 თებერვალს, ახალგაზრდა ქალის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
პოლიციას ქალი ატყობინებდა, რომ მისი მეუღლე, 31 წლის კაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ოჯახში მყოფი ბავშვები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მამა დედაზე ძალადობდა და დანით ემუქრებოდა.
ირკვევა, რომ სამართალდამცველები ბავშვების მონათხრობმა კიდევ ერთ, მძიმე დანაშაულის კვალზე გაიყვანა. მათ გამომძიებლებს უთხრეს, რომ მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ნათესავ ბავშვთან, რომელსაც სულ ეთამაშებოდა. სწორედ ამ გარემოებამ დააეჭვა სამართალდამცველები.
გამოიკითხა ნათესავის 11 წლის ბავშვი, რომელმაც არ დამალა, რომ მამაკაცი თვეების განმავლობაში მასზე სექსუალურად ძალადობდა. საუბარია ცოლის ნათესავ ბავშვზე, რომელიც ბრალდებულის ოჯახში ხშირად სტუმრად იმყოფებოდა და მის შვილებთან ერთად თამაშობდა.
არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციამ 15 თებერვალს, ზემოხსენებული მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავა