„შემახე ამნისტია“ – უფლებადამცველებმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, განსაკუთრებით შეიზღუდა და დაირღვა პატიმრების უფლებები პანდემიის დროს. ქუთაისელი ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ თბილისელ კოლეგებს, რომლებმაც საყოველთაო ამნისტიის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს. ადვოკატები ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. აქციას შეუერთდნენ პატიმრების ოჯახის წევრებიც.