LIVE TV
კვირა, აგვისტო 14, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები ეკონომიკა

შეიძლება გარკვეული მიმართულებებით რეგულარული რეისები აღვადგინოთ – ნათია თურნავა

დაპოსტა 2020/05/01-ში
გაზიარება

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო ფრენების პრინციპების დაწესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ პრინციპებს გაითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლის საშუალებითაც საქართველოში უკვე 8000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

„ავიამიმოსვლა ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესი. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ აღდგეს სრულმასშტაბიანად ავიამიმოსვლა, არ არის სამწუხაროდ, საკმარისი მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ლიბერალური ცის პოლიტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამოდენიმეჯერ გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა. სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში.

მანამდე რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ეს არის არარეგულარული ჩარტერული რეისები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და ამის შედეგად 8000-მდე ჩვენი თანამემამულე ამ ორ ურთულეს თვეში დაუბრუნდა სამშობლოს ისე, რომ პრობლემა არ შექმნია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ეპიდემიის გაღვივების თვალსაზრისით, ძალიან კოორდინირებულად გაკეთდა ეს.

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“- განაცხადა თურნავამ.

გაზიარება87

დაკავშირებული -პოსტები

ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები

აგვისტო 5, 2022
60
ეკონომიკა

წყალტუბოს „ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მთავრობამ გუშინ 14-დან მხოლოდ 2 სანატორიუმის გაყიდვა მოახერხა. გაიყიდა სანატოუმები ,,მედეა“და ,,თბილისი". გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა,...

დაწვრილებით

წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან რამდენის გაყიდვა შეძლო სახელმწიფომ

აგვისტო 5, 2022
32
ეკონომიკა

5 ივლისს დაწყებული აუქციონი 4 აგვისტოს,  17:00 საათზე დასრულდა. წყალტუბოს ,,ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამოტანილი 14 ლოტიდან მთავრობამ მხოლოდ 2 სანატორიუმი ,,მედეა“და ,,თბილისი" გაყიდა. 12 აუქციონის სტატუსი კი - ჩაშლილია. ცნობისათვის,...

დაწვრილებით

როდის გაიაფდება საწვავი საქართველოში

აგვისტო 5, 2022
61
ეკონომიკა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. 5 აგვისტოსთვის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 94.5 ამერიკული დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 89 დოლარამდეა შემცირებული. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველ შემთხვევა,...

დაწვრილებით

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება

აგვისტო 4, 2022
43
ეკონომიკა

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე. თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის...

დაწვრილებით

საქართველოში ხელფასების ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებს – PMCG

აგვისტო 4, 2022
22
ეკონომიკა

2015-2021 წლებში რეალური ხელფასების ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებს, — ამის შესახებ PMCG-ის მიკრო მიმოხილვაშია აღნიშნული. PMCG-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც...

დაწვრილებით

ქუთაისის აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოწყობისთვის აუქციონი გამოცხადდა

აგვისტო 4, 2022
31
ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოწყობის მიზნით, საჯარო ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. „პირობების თანახმად, გაფრენის დარბაზში, 21 კვ.მ ფართობზე სუვენირებისა და საჩუქრებისთვის განკუთვნილი მაღაზია...

დაწვრილებით

ნახეთ კიდევ საიდან შეიძლება იფრინოს Wizz air-მა

აგვისტო 4, 2022
43
ეკონომიკა

Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრინონ. ამ ეტაპზე უნგრული ბიუჯეტური კომპანია მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს. “სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში...

დაწვრილებით

რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი იტალიური კომანიის შესახებ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დავის დაწყებას აპირებს

აგვისტო 3, 2022
39
ეკონომიკა

იტალიური კომპანია, რომელსაც ოლიმპიადისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უნდა დაემონტაჟებინა, სახელმწიფოს უჩივის. სარჩელს საქალაქო სასამართლოში დღეს ადვოკატი კახა კოჟორიძე შეიტანს. კოჟორიძე საუბრობს სავარაუდო კორუფციულ სქემაზე. მისი განცხადებით, ერთ პირთან მოლაპარაკების...

დაწვრილებით

რუსეთში მცხოვრებ ქართველებს კაპიტალი საქართველოში გადმოაქვთ – კობა გვენეტაძე

აგვისტო 3, 2022
20
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გაზრდილი ფულადი გზავნილები რუსეთიდან ქართველების კაპიტალის მიგრაციით აიხსნება და ეს ეფექტი მალე ამოიწურება. შესაბამისად, ქვეყანაში ფულის ამგვარ შემოდინებას ინფლაციის ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამის...

დაწვრილებით

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივლისში

აგვისტო 3, 2022
35
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%, რაც თვის...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სექტემბერი 16, 2020
677
მთავარი

როდიდან იკრძალება მოწევა ტაქსებში

დეკემბერი 1, 2021
41
მთავარი

,,მე ვიყავი საკანში”-სახალხო დამცველის წარმომადგენელი

მაისი 9, 2022
46





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!