ნიგერიაში, კადუნას შტატში დაუდგენელი შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად ღამით სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Daily Post ავრცელებს.
ოთხ სოფელს თავს ღამით დაესხნენ სამშაბათს. შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს 68 ადამიანი, ცეცხლი წაუკიდეს 63 სახლს და გაანადგურეს 68 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.
შეგახსენებთ ბოლო თვეების განმავლობაში ნიგერიაში დასახლებებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მკვიდრნი მოკლეს და გამოსასყიდისთვის გაიტაცეს.