მაია აკობიძე იმ ცვლილბებზე საუბრობს, რაც “მადლიერების სახლში” მზის წყალგამცხელებლის დამონტაჟების შემდეგ მიიღეს. “მწვანე რეგიონები”-ს მიერ აქ ალტერნატიულ ენარგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგია რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.
ჯერ-ჯერობით მზის კოლექტორი მხოლოდ სამზარეულს უზრუნველყოფს ცხელი წყლით , თუმცა სამომავლოდ საპირფარეშოს დაერთებაზეც შეიძლება ფიქრი განმარტავს მაია აკობიძე. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით ცხელი წყლით 120 ბენეფიციარს მიეწოდება.
გარდა ხონისა ფონდ “ურბისი”-ს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე რეგიონები“ მზის წყლის გამაცხელებლები ჩოხატაურშიც დაამონტაჟა. მთლინადა ორივე რეგიონში 6 კოლექტორი დამონტაჟდა.. პროექტის მიზანია ადგილზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით მისი პოპულარიზება და იმ უპირატესობებს პრაქტიკაში წარმოჩენა, რაც განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას ამ შემთხვევაში მზის ენერგიაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას გააჩნია.