მცხეთის სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ჟურნალისტები და დაკავებულების მეგობრები დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტებმა დაკავებულების მეგობარს კითხვა დაუსვეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
გიორგი შაქარაშვილის მეგობრები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ დაკავებულების მეგორები პროვოკაციულად იქცეოდნენ და მათ შაქარაშვილის გამოსახულებიან მაისურებზე ეკითხებოდნენ რატომ ეცვათ ის.
აღნიშნული ფაქტის გასარკვევად მისულ ჟურნალისტებს დაკავებულების მეგობრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.