ბელგოროდის ქალაქ შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა – რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამტკიცებს რომ ხანძარი “უკრაინის ჯარების მიერ დაბომბვის შემდეგ” გაჩნდა.
შებეკინოში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა ჭურვის დარტყმის შედეგად. ადგილზე გადავიდა სახანძრო ბრიგადები“, – წერს ის.
გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში არტილერიით დაბომბვისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს.