პროკურტურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, სადაც გარდაცვალების უშუალოდ მიზეზად წყალში დახრჩობაა დახახელებული, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ „გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“.
პროკურატურამ საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლზე (109) გადააკვალიფიცირა.