შატილში ხანძარია. ცეცხლი სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობას უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან. ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიცია.
სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა.