ყირიმში განთავსებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტანკებზე სამხედროებმა სპეციალური დამცავი ფარები დაამაგრეს. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.
ტანკების მოდერნიზება კამიკაძე დრონების, უპილოტო აპარატ Bayraktar TB2-გან და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დასაცავად მოხდა.
კონსტრუქცია ტანკის კოშკზე მსუბუქი ჯავშნის და საბრძოლო მანქანის გვერდებზე ლითონის ბადისგან შედგება. კონსტრუქცია Т-80-ის ტიპის ტანკებზე დაფიქსირდა. როსტოვის ოლქში ანალოგიური დამცავი სისტემები Т-72Б3-ის ტანკებზეც შეამჩნიეს, რომლებიც უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, ეს სისტემები აშკარად ტანკში ზევიდან რაკეტის მოხვედრის წინააღმდეგ არის დამონტაჟებული. მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომმა აჩვენა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და მართვადი ბომბების მეშვეობით ტანკების და ჯავშანტექნიკის უდიდესი ნაწილი გაანადგურეს.
რა თქმა უნდა კონსტრუქცია ტანკს რაკეტის მოხვედრისგან ვერ დაიცავს, მაგრამ ჭურვის კუმულაციური ეფექტი, როდესაც ის ჯავშანს წვავს და დენთის ცხელი ნაკადი ტანკის შიგნით აღწევს, შეიძლება შემცირდეს, თუ რაკეტა ჯავშნისგან რამდენიმე მეტრში აფეთქდება.
კონსტრუქცია სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობასაც შეამცირებს. ანალოგიურ დამცავ ბადეს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ებრაელი სამხედროები ტანკის „მერკავას“ დასაცავად იყენებენ. ეს საბრძოლო მანქანა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.