Amazon-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა 100 მილიონი აშშ დოლარი შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ლიდერების მომზადების პროგრამას გადაურიცხა. შესაბამის ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
ფონდის ინფორმაციით, ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდი კონტრიბუცია ფიზიკური პირისგან.
ბეზოსმა ობამას სთხოვა ობამას საპრეზიდენტო ცენტრში მდებარე მოედანს 1960-იანი წლების სამოქალაქო უფლებების აქტივისტის და კონგრესმენის, ჯონ ლუისის სახელი დაერქვას.
ობამას ფონდი ბეზოსის სახსრებს ახალი თაობის ლიდერებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით, რესურსებითა და ტრენინგებით აღჭურვისათვის გამოიყენებს.