გააჩერეთ საათები ისინი მე წუთებს მითვლიან – ამ სლოგანით ქუთაისში აქცია კვლავ გაიმართა. ახალგაზრდა ლეიბორისტებმა, ცენტრალური საათი შემდეგ აქცია ტურიზმის ცენტრის წინ მდებარე ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერში მოაწყვეს. მათ ადგიზლე არსებული მდგომარეობა და აქვე მდებარე გაჩერებული საათი გააპროტესტეს. ახალგაზრდა ლეიბორისტების ლიდერის გაგი ახალაძის თქმით ქუთაისის მერია ყველაფერს ფასადურად აკეთებს და მათ არ აინტერესებთ რა ბედი ელის ამა თუ იმ ობიექტს მომავალში:
“ზასტავაზე, ქარვსლასთან არც ერთი საათი არ გაუსწორებიათ, მხოლოდ ერთი, ცენტრალუ მოედანზე მდებარე საათი გაასწორეს საჩვენებლად. აქ არა მარტო საათი არამედ სკვერიც პრობლემაა. ორი დატვირთვადი გაჩერების დამაკავშირებელი სკვერია, გადასასვლელიც აქვე არის და მიწისქვეშა ჩასასვლელიც. აქ მაინც ვერ იტყვის მერია არ შეგვიხედიაო. ეს არის პირდაპირ ქალაქის ცენტრში, დაზიანებული სკამები, გახეთქილი მილი, წყალი იღვრება. ქუთაისში ზოგადად არის ასეთი ტენდენცია, რაღაცას გააკეთებენ ფასადურად, უხარისხოდ და მერე იმას ათი წელი აღარ მოიკითხავენ, რა მდგომარეობაშია, დაზიანდა არ დაზიანდა. მთავარია საარჩევნოდ ხომ აქვთ სათქმელი რაღაც გავაკეთეთ. განსაკუთრებით წელს გამოირჩევა ქუთაისის მერია და მერის მოადგილე. სკვერები სპორტული დარბაზები და ინფრასტრუქტურული პროექტები მოიტოვეს ბოლოს, რაც სახეზეა. მარტივად შეიძლება თქვა რომ ეს გავაკეთე მე და ფოტოსაც იღებენ. აი ეს ყველაფერი არის ფასადური და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.” – განაცხადა ახლაგაზრდა ლეიბორისტების ლიდერმა გაგი ახალაძემ.
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერი ქუთაისში, ტურიზმის ცენტრის წინ მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. მის გახსნას კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაცია ესწრებოდა.