26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა.
თორდუას ადვოკატის ინფორმაციით ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა “ვივა მედში” დღეს გარდაიცვალა. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი.
შეგახსენებთ, 26 წლის ყაზახმა ქალმა 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.