ნოემბრის შუა რიცხვებიდან მსოფლიოში ყავის ფასი 10-წლიან მაქსიმუმზეა.
ყავის გაძვირების მიზეზი, ძირითადად, ბრაზილიის პლანტაციების უპრეცედენტო ყინვებია.
ფონდ Cofee Roasters-ის დირექტორის განცხადებით, 2020-2021 წლებში საერთაშორისო მიწოდების ღირებულება 9-ჯერ გაიზარდა.
„თუ ადრე კონტეინერის ფასი 2 ათასი დოლარი იყო, ახლა უკვე 18 ათასია. ეს იწვევს პროდუქტზე ფასის მკვეთრ ზრდას”, – განაცხადა მან.
კოზონოვი ვარაუდობს, რომ ყავის მაღაზიები ფასების მატებას ნოემბერ-იანვარში დაიწყებენ.