ღრმა კრიზისში მყოფი შემოქმედებითი და კულტურული სექტორი ამხელა სანქციებს ვეღარ გაუძლებს – ამის შესახევბ ფეისბუკზე კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებლი ნაჯა ორშვილი წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“სამწუხაროდ ვცხოვრობთ იმ უიმედო და გაუსაძლის რეალობაში, როდესაც სამომავლო გეგმების დასახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელი ხდება.
ხვალიდან საქართველოს მასშტაბით იკრძალება ღია ცისქვეშა კულტურულ, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტის დასწრება. თეატრების და კინოთეატრების გახსნა კიდევ 1 თვით გადაიდო. ისევ უმუშევრად რჩება ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი. დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება ან პოლიციის მიერ იქნება ჩაშლილი.
რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუციას, მთელი დღის განმავლობაში შრომის ინსპექცია კვების და ბარის ობიექტებს ახალი რეგულაციების და სანქციების შესახებ ამცნობს. სამწუხაროდ აღსრულების ნაწილი ისევ პოლიციას დაევალა, თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა სივრცე (ბარი, რესტორანი, ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ზონები) გააფრთხილეს, რომ ღამის 12 საათის შემდეგ პერსონალის გარეშე მხოლოდ 10 ადამიანი (?) უნდა იმყოფებოდეს სივრცეში, თუ არადა მოუწევთ ამ ობიექტის დახურვა.
სანქციები მაღალია (10 000 ლარი), თან სისხლის სამართლის კანონი მოქმედებს. ამასთან ერთად, შრომის ინსპექციას COVID19 უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ნებისმიერი ობიექტის დახურვის კანონით მინიჭებული უფლება აქვს.
მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია, რადგან ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი შემოქმედებითი და კულტურული სექტორი ამხელა სანქციებს და წნეხს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.
სამწუხაროდ, დახურული სივრცეების ბედი უკვე გასაგები და ტრაგიკულია.” – წერს ნაჯა ორაშვილის თავის ფეისბუკზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
საპატარძლოს ტირის, სასიძო ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება, საქმეა ახლა ეს? – ზურა შევარდაძე