ღიმილა ბიჭო, როგორ მენანები! გიყურებ და არ მჯერა – ვალესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ლევან დემეტრაძეს, რომელიც 9–დღიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა ახლობლები ემშვიდობებიან.
ლევან დემეტრაძეს ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, სამძიმრის წერილს აქვეყნებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
“ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებით იუწყება,რომ გარდაიცვალა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან დემეტრაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოთქვამს ლევანი დემეტრაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს ,ნათესავებს და მუნიციპალიტეტს.
ლევანი დემეტრაძე,რომელიც დაიბადა 1978 წლის 4 სექტემბერს 2020 წლიდან მუშაობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად.
უფალმა ზეციური სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს” – წერია ადიგენის მნიციპალიტეტის საკრებულოს გვერდზე.
ღიმილა ბიჭო, როგორ მენანები! გიყურებ და არ მჯერა“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.
ცნობისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა16 ივნისს მოხდა. ლევან დემეტრაძე ჯერ ახალციხის კლინიკა „იმედში“,მოგვიანებით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მასთან ერთად მისი არასრუწლოვანი შვილი მსუბუქად დაშავდა.