LIVE TV
შაბათი, ივნისი 25, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ღარიბაშვილს და კობახიძეს აქვს სრული ისტერიკა – მოვუწოდებ, დღესვე გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა 20-პუნქტიანი დოკუმენტი-სალომე სამადაშვილი

დაპოსტა 2022/05/24-ში
გაზიარება

ღარიბაშვილს და კობახიძეს აქვს სრული ისტერიკა – მოვუწოდებ, დღესვე გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ბრიუსელში ყოფნის დროს, სადაც ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა  განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის დავალება არ ყოფილა ის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები ასე გაენადგურებინათ და ამიტომ არიან კობახიძე და ღარიბაშვილი “ისტერიულად თავის მართლების რეჟიმში, რადგან ძალიან დარდობენ ივანიშვილი რას ფიქრობს მათზე და ალბათ, კარგს არაფერს ფიქრობს”. მისივე თქმით, კობახიძეს ევროპაში, თავისივე პარტნიორ სოციალისტურ პარტიაში “პარანოიდული შიშებით შეპყრობილ პოლიტიკოსად” თვლიან.

„მე ღარიბაშვილის ვიზიტამდეც ვიყავი ბრიუსელში და მისი ვიზიტის შემდეგაც, რეალობა არის ის, რომ ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რაც საქართველოს პერსპექტივის შეფასებებს შეეხება, რადგან ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა ღარიბაშვილმა და შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, რომლებიც ელოდებიან წარუმატებლობას ევროპულ ასპარეზზე. ერთი მხრივ, ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, მეორე მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა, რაც არ აწყობს ივანიშვილს, იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ზედმეტად დაძაბული და წარუმატებელი ურთიერთობები დასავლეთთან.

სწორედ ამიტომ ატეხა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ეს ისტერიული თავდასხმა ოპოზიციაზე. სწორედ მსგავსი განცხადებების გამო არის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე  “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიის – “სოციალისტური პარტიის” წარმომადგებლებს მიაჩნიათ, რომ არის პარანოიდული შიშებით შეპყრობილი პოლიტიკოსი, რომელიც აზიანებს საკუთარი ქვეყნის მომავალს.

ჩვენ ეროვნული ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ ჩვენი განაცხადის ბედი. მივმართავ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ შარლ მიშელის შეთანხმებაში, შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მიშელის შეთანხმების აღდგენის შემდეგ გაემგზავრება ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში.

მოვუწოდებ, დღესვე გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა 20- პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ბრიუსელში ყოფნის დროს, სადაც არის ჩამონათვალი პრობლემების, რომელიც არსებობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელად, ეს უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ბევრ სხვა ვალდებულებას, რაც შეუსრულებელია.

ბოლოს მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხრა ის, რაც ჩვენც გვითხრეს ბრიუსელში, არავინ არ თხოვს არც ღარიბაშვილს, არც კობახიძეს და არც არავის სხვას, რომ სანქციები დაუწესონ რუსეთს.

ერთადერთი რასაც მათ სთხოვენ არის ის, რომ არ გააკრიტიკოს ევროკავშირის პოლიტიკა სანქციებთან მიმართებაში და როგორც მინიმუმ გააკეთოს ის, რასაც მე პირადად ღარიბაშვილს დიდი ხანია მოვუწოდებ, რომ გაჩუმდეს, რადგან მისი ყოველი ხმის ამოღება ჩვენ ქვეყანას უჯდება ძალიან ძვირი ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით,”- განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ევროპაში სამოგზაუროდ 2023 წლიდან ETIAS სავიზო პროგრამა დაგჭირდებათ

ივნისი 25, 2022
167
მთავარი

ევროკავშირში უფასო მოგზაურობის დრო სრულდება. 2023 წლის მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია...

დაწვრილებით

,,მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოცხადდა

ივნისი 25, 2022
102
მთავარი

ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა „მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული. ორგანიზაციამ ინფექციის აფეთქება ჯანდაცვის სფეროში გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დაუყოვნებელი...

დაწვრილებით

ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია – ნავთობიმპორტიორთა კავშირში

ივნისი 25, 2022
27
ეკონომიკა

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე დიზელის გაძვირებაა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი...

დაწვრილებით

რამდენი ადამიანი მივიდა 24 ივნისის აქციაზე

ივნისი 25, 2022
66
მთავარი

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 24 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში "შინ ევროპისკენ". დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა "ნეტგაზეთმა" დაითვალა.   „ნეტგაზეთის“ მიერ აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მათი რაოდენობა მინიმუმ...

დაწვრილებით

ჩასაფრება სავარაუდოდ ტყიდან მოხდა – ლევან კაჭარავას მკვლელობის დეტალები

ივნისი 25, 2022
71
მთავარი

ახალი დეტალები ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - პირველადი ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა პირად უთანხმოებას უკავშირდება.   ლევან კაჭარავა ავტომობილით მძღოლთან ერთად თბილისი-წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 53 წლის ბიზნესმენი მანქანაშია ჩაცხრილული...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ივნისი 25, 2022
148
ამინდი

25 ივნისის, ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა ვარაუდობენ.  ჰაერის ტემპერატურა იქნება.   აბასთუმანი – +21° ამბროლაური – +24 ° ანაკლია – +25° ახალციხე – +27° ბათუმი – +25°...

დაწვრილებით

კაცმა, რომელსაც პუტინის ბირთვული კონტროლის მოწყობილობა ეჭირა, თვითმკვლელობა სცადა

ივნისი 25, 2022
144
მთავარი

კაცმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული კონტროლის პორტფელი ეჭირა, საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.   არსებული ცნობებით, 53 წლის ვადიმ ზიმინი, მძიმედაა დაჭრილი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.   უშიშროების...

დაწვრილებით

როგორი იქნება 25 ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ივნისი 25, 2022
125
მთავარი

ვერძი   ყველა სახის ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გირჩევთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.   კურო   დაძაბული მუშაობის შემდეგ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას...

დაწვრილებით

დამტვრეულია 5 ავტომობილი – ავარია თბილისში

ივნისი 25, 2022
297
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა წუხელ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე. დამტვრეულია 5 მანქანა, მათ შორის, 1 ტაქსი, სადაც მძღოლთან ერთად, მგზავრებიც ისხდნენ. ინფორმაცია  ,,რეზონანსმა“ გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ ავარიის შედეგად დაშავდა მხოლოდ ერთი...

დაწვრილებით

მძიმე დაზიანებები მიაყენა | შვილმა დედა სცემა

ივნისი 25, 2022
660
Crime Scene Do Not Cross Tape with Police Flashing Lights Bokeh on the Dark Background
მთავარი

რუსთავში შვილმა დედას სცემა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცსა და მის 80 წლამდე დედას შორის კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რუსმა ოკუპანტმა საკუთარ მეთაურს ტანკით გადაურა

მარტი 23, 2022
3.3k
მთავარი

მყინვარების დნობაზე ნამახვანის წყალსაცავის გავლენას არ მოახდენს – ლევან დავითაშვილი

მარტი 9, 2021
171
მთავარი

ზურაბ აბაშიძე – ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდადა მათი აღდგენაც … ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული

აგვისტო 22, 2020
106





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!