ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ღარიბაშვილი შემეცოდა იმ უხერხული სიცილებისთვისო, ბევრმა დაწერა. არა! ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის და ძალაუფლებისთვის ითმენს დამცირებას. ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში. მან ივანიშვილების მონობა აირჩია.
მე მხოლოდ ჩვენი ხალხი მეცოდება, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს და თავზე ბერას ლაქია დაასვეს. მოვითხოვ რიგგარეშე, თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებს!”, – წერს პატარაია ფეისბუქზე.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს