ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი ახალი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის ექიმის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტები ე.წ. აჭარის კლასტერიდან არიან. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათგან ორი არასრულწლოვანია.
ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და კვლევები უტარდებათ. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი ჰყავთ.