ქუთაისში გამონაბოლქვი აირის კონცენტრაციებმა დაახლოებით ორჯერ მოიკლო – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვების ეთერში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“საერთოდ ატმოსფეროში გამონაბოლქვის კონცეტრაციაზე გავლენა იქონია არა მარტო ავტომობილებით გადადგილების შეზღუდვამ, არამედ ავიაფრენების შეზღუდვამაც. სამწუხაროდ ქუთაისში მხოლდო ერთი სადამკვირებლო ჯიხური გვაქვს, რომელიც აღრიცხავს ჰაერში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას. ეს ჯიხური მდებარეობს ჭავჭავაძე-ასათიანის კვეთაზე. თბილისში 7 წერტილია და ძალიან დაეტყო ცვლილებები, განსაკუთრებით აღმაშენებელს, წერეთელს და ვაშლიჯვარს, რაც შეეხება ქუთაისს აქ გამონაბოლქვი აირის კონცენტრაციებმა დაახლოებით ორჯერ მოიკლო, ცალკეულ დღეებში უფრო მეტად, ცალკეულ დღეემში უფრო ნაკლებად. საქმე იმაშია რომ დაბინძურება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მავნე ნივთიერებების ემისიაზე/გამოფრქვევაზე, აქ მთავარია როგორი კლიმატური პირობებია, როგორი ამინდია, ნიავდება თუ არა ქალაქის ატმოსფერული ჰაერი, ხომ არ გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები. ამის გათვალისწინებით სხვადასხვა დღეეებში ჯერადობა იცვლება.
არამარტო ატმოსფერული ჰაერმა, არამედ წყელბმაც, მდინარეებმაც იგრძნეს შვება, უბრალოდ ადამიანიც შეამჩნევს დღეს ქუთაისში. გარეთ რომ გამოვიდეს ადამიანი გაცილებით თავისუფლად შეიძლება სუნთქვა, იმიტომ რომ ჩათვალეთ, ჩვენთან ჰაერის დაბინძურება, მარტო მტვრის კონცენტრაციები აჭარბებდა ხანდახან დაშვებულ ნორმებს, დანარჩენი ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო, მიუხედავად ამისა მაინც იგრძნობოდა გამონაბოლქვის სუნი. სუნთქვის დროს მე მეგალათად ვგრძნობდი, როდესაც გამოვდიდოდი.დღეს კი სხვა მდგომარეობაა და გამახსენდა ჩემი სკოლის პერიოდი, როდესაც დაახლოებით ამ ინტენსივობის ტრანსპორტი დადიოდა ქალაქში და მაშინ თავისუფლად დავდიოდით ჩვენც. ახლა უკვე ძალიან გადატვირთულია. ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია, ცხადია რომ ამ პანდემიამ ეკოლოგიურ პროცესებზე დადებითი გავლენა იქონია” – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.