ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქალბატონი ე.წ. ქუთაისის კლასტერიდან არის. პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ქუთაისის კლასტერიდან ის უკვე მეორე გამოჯანმრთელებულია და კლინიკაში აღნიშნული კლასტერიდან მხოლოდ 1 პაციენტი რჩება.
ხვალ შესაძლოა კლინიკიდან მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტიც გაწერონ, რომელიც ე.წ. ფარცხანაყანევის კლასტერს განეკუთვნება.
საკვლევი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე არ მიუღიათ.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.