„გამო შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!“ – საქართველოს მაშსტაბით, „1000 მშობლის მარში“ გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ში უკვე დაანონსდა.
„#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!
#გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
აქცია 8 მარტს 17:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
შეცვალეთ
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
რუსთავი – ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, თეატრის წინ.










