ქუთაისში კორონავირუსზე შემოწმებული 50 ექიმის ტესტის პასუხი უარყოფითია. ქუთაისში ის მედპერსონალი გამოიკვლიეს, რომლებსაც სხვადასხვა კლინიკებში შეხება უწევთ კორონავირუსით ინფიცირებულებთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
„ეს გეგმური კვლევა იყო იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო შეხება აქვს ინფიცირებულებთან. ყველა უარყოფითი პასუხი მივიღეთ”,- განაცხადა გიორგიძემ.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 368 მოქალაქე იმყოფება.