ქუთაისში ქუჩების კურთხევა იწყება.
ცერემონია ქალაქის ცენტრალური მოედნიდან რამდენიმე წუთში დაიწყება.
”ჩვენი მეუფეს ლოცვა-კურთხევით მოხდება მთელი ეპარქიის კურთხევა. ამ პერიოდში მრევლეს ვეტყოდი, წმინდა წერილში წერია ასეთი რამ ” ნუ შეეშინა შიშისა და არ იყო შიში”, ამიტომ როდესაც არის ისეთი პროცესი, როდესაც არის შიშის აუცილებლობა უნდა გვეშინოდეს, დანარჩენი ადამიანმა წინასწარ თავი ფსიქოზში არ უნდა ჩააგდოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ადამიანი მოკვდავი ვართ და სიკვდილის დამთრგუნველი ჩვენი მაცხოვარია თავისი აღდგომით, ამიტომ ჩვენი გონება უფრო ეკლესიისკენ და ქრისტესკენ უნდა მივმართოთ, რადგან სწორედ ეკლესიის მადლია, რომელიც ადამიანს ცხონების გზაზე აყენებს და მარადიულ უკვდავებას უქადაგებს. ასე რომ, ქრისტიანს სიკვდილის და ასეთი რაღაცების არ უნდა გვეშინოდეს.გვეშინოდეს მხოლოდ საკუთარი ცოდვისა. უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ და მივენდოთ ეკლესიას. ” – განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.
”ეკლესიის მისია არის აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს, იმედი მისცეს ადამიანს და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ.ეს არ არის რაიმე ახალი წესი, ჩვენ სახლებს ვაკურთხევთ, ნაკურთ წყალს სახლში ვატანთ, ახლა ქალაქის მასშტაბით ვატარებთ კურთხევას, რადგან არის რაღაც განსაცდელი, ერში, ქვეყანაში, მსოფლიოში. ეკლესიის კურთხევით გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა ისმინოს, შეგვეწიოს და დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით, აი ამას ემსახურება დღევანდელი ჩვენი კურთხევა. თბილისში უკვე იყო და ახლა ქუთაისში ტარდება პატრიარქისა და მღვდელმთავრის კურთხევით თითოეულ ეპარქიაში.” – განაცხადა მეუფე იოანემ.
კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში, მართლმადიდებლური ეკლესია ქუჩების კურთხვის ცერემონიას სხვადასხვა ქალაქში ატარებს