ქუთაისში სუპერმარკეტ „ფემილის” ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, გვიან ღამით ნიღბიანმა პირმა საკანცელარიო დანის მუქარით თანხა მოითხოვა. დაუდგენელმა პირმა ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა. შემთხვევის დროს მარკეტში 3 თანამშრომელი იყო, მათ დაცვა გამოიძახეს, თუმცა მძარცველმა გაქცევა მოახერხა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.