ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის პარაპეტი ჩამოიშალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დუმბაძის 42-ში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ შენობა დიდიხანია რაც ავარიულ მდგომარეობაშია. მაცხოვრებლების თქმით ისინი უკვე დიდიხანია უშედეგოდ ითხოვს მერიისაგან დახმარებას, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
დუმბაძის ქუჩის 42-ის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.