ქუთაისში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტოფარეხიდან გასვლის წინ, უტარდება დეზინფექცია, ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონი მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. ამასთანავე, მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დეზინფექციაც.
სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური