ქუთაისში პროექტის მომავლი თაობა 2019 წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექმა 2019 წელს იმერეთის 30 საჯარო სკოლა მოიცვა, სადაც სამოქალაქო განათლების კლუბები შეიქმნა. შედეგად პროექტმა ახალგაზრდებს საშუალება მისცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაეღრმავებინათ და მიეღოთ გამოცდილება ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.
პროექტს განათლების განავითარებისა და დასაქმების ცენტრი PH INTERNTIONAL-თან ერთად Usaid-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს. შემაჯამებლი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვნენ ის სკოლებიც, რომლებმაც წლის განმავლობაში აქტიურობით გამოიჩინეს თავი . მათ ჯილდოდ სხვადასხვა სახის ტექნიკა გადაეცათ, დაჯილდოვდნენ როგორც სკოლები ისე პადაგოგები.