დღეს 19 საათზე ქუთაისში, მდუმარე აქცია გაიმართება.
ქუთაისის მედიის წარმომადგენლები მწუხარებას გამოთქვამენ ,,ტვ პირველის” ოპეტატორის, 5 ივლისის მსხვერპლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
ჟურნალისტები კიდევ ერთხელ დაგმობენ ძალადობას, მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვან თითოეული მოქალაქის და მათ შორის ჟურნალისტის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ქვეყანაში, სადაც პროფესიული საქმოანობის განხორციელება უფრო და უფრო საშიში ხდება.
,,დღეს, 11 ივლისს, საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან. გამოვხატავთ მწუხარებას ჩვენი კოლეგის, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მდუმარე აქციას შემოუერთდით ყველა, ვინც გმობთ ძალადობას, მედიაზე თავდასხმას! გელოდებით 19 საათზე მესხიშვილის თეატრთან!!!”










