“ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე N127, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლზე, 30 მეტრის სიმაღლეზე ადამიანი დგას და მუშაობს გაურკვეველ, კუსტარულად დამზადებულ ხარაჩოს მაგვარ კონსტრუქციაზე” – ამის შესახებ ინფორმაციას “შრომის უსაფრთხოება” ავრცელებს. მათივე ცნობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომედგენლები სწრაფად გამოცხადდნენ მისამართზე, თუმცა შემოიფარგლნენ მხოლოდ გაფრთხილებით, ხოლო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა. მათივე განცხადებით აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს ქუთაისის მერიის დაკვეთით ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც არ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ფაქტის აღმომჩენის გადმოცემით, შრომის ინსპექციასთან, ქუთაისის მერიისგან განსხვავებით, დაკავშირება ვერ მოხერხდა.
“კანონმდებლობა ამ ფაქტს განსაზღვრავს კრიტიკულ შეუსაბამობად − რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა
კანონმდებლობის მოთხოვნაა ასევე, რომ ხარაჩო უნდა იყოს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული
ამ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი
კიდევ ერთხელ გახსენებთ ყველას, რომ მთავარია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება, რათა არ მივიღოთ მორიგი ტრაგედია სამუშაო ადგილზე და არ მოვისმინოთ სტანდარტული ” მიმდინარეობს გამოძიება”
მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას “ცხელი ხაზის” 1505 მეშვეობით
ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს” – აცხადებენ შრომის უსაფრთხოებაში.