ქუთაისში, რესტორან “პალადიუმის” მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 20 სექტემბერს მოხდა.
ფაქტს ადასტურებს შსს. როგორც “მთავარს” უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
mtavari.tv