გასული 24 საათის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის 7 ორსული და მელოგინეა. გამოჯანმრთელებულებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
კოვიდცენტრში დღეს კიდევ 4 ორსულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შემოყვანის მომენტისთვის ორსულებს მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ.
კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისათვის 35 ორსული და მელოგინე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯამში კლინიკაში 125 პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებას დღეს კიდევ 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია ამ დრომდე 400-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.