ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მას ორივე ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს.
ამ ეტაპზე საავადმყოფოში მკურნალობას ერთი პაციენტი აგრძელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსის 1137 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 922 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 6 439 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.