ქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ცნობით შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.
ამ დროისთვის, კლინიკაში ხუთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქუთაისის ინფექციურში, მე-7 დღეა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.