ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარავი აღარ იფუნქციონირებს.
”ბოლო 24 საათში 1 400 ანალიზი გამოვიკვლიეთ, საიდანაც 8 დადებითი შემთხვევა გვაქვს.ახლა მიმდინარეობს კვლევა და მოგვიანებით გვეხოდინება რომელ კლასტერს უკავშირდება ეს შემთხვევები.
კარავში დაახლოებით 70 ნიმუში ავიღეთ, მოგვიანებით გვეცოდინება კარავში ვინმეს დაუდასტირდა თუ არა ამ 8 შემთხვევიდან.
გადავწყიტეთ რომ კარავი დღეიდან აღარ იმუშავებს, რადგან ის რისკჯგუფები, პედაგოგები და ადამიანები, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ჰქონდა მოგზაურობის ისტორია მთლიანად გამოვიკვლიეთ.
იმერეთის მასშტაბით 187 პაციენტი გვყავს, აქედან 85 არის საჩხერეში, დანარჩენი ქუთაისში, მათ შორის არიან სხვადასხვა რეგიონებიდანაც შემოყვანილი პაციენტები, როგორც სამეგრელოდან, ასევე აჭარიდან.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოში კოვიდ19-ის რეკორდული მაჩვენებელი 196 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა.