ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “კორონავირუსის” ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათევსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას “კოვიდ -19 ” დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში “კორონავირუსის” დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.
უბედურება დატრიალდება, მერე ვიგლოვოთ კიდევ ერთხელ მთელმა ქვეყანამ ვინმეს ბავშვი – რა მოხდა თბილისში
"ცოტა გრძელი ამბავი გამომივა, მაგრამ სადაც საქმე ჩვენი შვილების, პატარა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ვფიქრობ, აუცილებლად წასაკითხია. იმან, რაც დღეს გადაგვხვდა, ჩემი 9 წლის გოგონაც უკიდურესად შეაშინა და თავი ამ ქალაქში...