ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გადმოიყვანეს. 30 წლის ქალს კოვიდ19 ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა, ის აჭარიდანაა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურია, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან საავადმყოფოში 15 კოვიდ ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთს პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტზეც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი საავადმყოფოს დატოვებენ.