კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ყინულის დარბაზთან, მოეწყობა კონსტიტუციის მოედანი – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ავრცელებს. მისივე თქმით ამ ინიციატივით უკვე მიმართეს ქალაქის საკრებულოს და შესაბამის დადგენილებასაც მალე მიიღებენ.
]
“2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – დღევანდელი საქართველოსა და პირველი რესპუბლიკის ერთგვარი პოლიტიკური, სამართლებრივი და სულიერი კავშირის დასტური სწორედ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციაა.
ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი.
კონსტიტუცია არის უპირველესი გარანტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარებისა.
გილოცავთ პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავს!” – წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ფეისბუკზე.