იმერეთში კორონავირუსით დღეს მე-2 ადამიანი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი ქუთაისში “ჰოსპიტალ სერვისში” გურიიდან შეიყვანეს.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის იფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა.
“მას ქონდა ფილტვევის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსორებულ პალატაში, თაგიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდამვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდონარე, ის იყო არატრანსპორტოტებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ქონდა, ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელებისცენტრში იყო, მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში” – აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.
62 წლის მამაკაცი მძიმე დაავადებებით “კლინიკა ბომონდში” 24 სექტემბრიდან მკურნალობდა.
საქართველოში დღეს კოვიდ-19-ს 4 პაციენტი ემსხვერპლა. 2 ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა აჭარაში.