ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში კიდევ ერთი პაცეინეტი გამოჯანმრთელდა. მან საავადმყოფო დღეს დატოვა. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა კაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან იყო. თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ხვალ კლინიკიდან კიდევ 3 პაციენტის გაწერა იგეგმება.
კლინიკაში კოვიდ-19 დიაგნოზით ამ ეტაპზე 23 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის 4 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.